კურსის რეფლექსია
გავიარეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი "პროექტებით სწავლება ისტ-ის ინტეგრირებით". ტრენინგი საინტერესო იყო. რა თქმა უნდა თავიდან რთული გვეჩვენა, მაგრამ თანდათან ყველაფერი გასაგები გახდა. შევადგინე აქტივობების გეგმა და დავსახე მათი შესრულების გზები. პროექტით სწავლებას, ჩემი აზრით, უარყოფითი მხარე არ აქვს. მოსწავლეების მხრიდან ინტერესი დიდი იყო, ხალისით, თამაშით, შეჯიბრების ჟინით ასრულებდნენ დავალებებს. ყველა აქტივობის განხორციელების შემდეგ შევქმენით პორტფოლიო და მოვაწყვეთ პრეზენტაცია თანატოლებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ვთვლი,რომ ეს კურსი შეიძლება მოარგო სხვადასხვა თემას ნებისმიერ საგანში.